გამარჯობა სამყარო
ჩვენი სურვილია, შევუქმნათ პატარებს მყუდრო, მხოლოდ მათთვის განკუთვნილი გარემო, სადაც ისინი თავს დამოუკიდებელ ადამიანებად იგრძნობენ.
ავეჯია განკუთვნილია 2-დან 8 წლამდე პატარებისთვის. სწორედ ამ ასაკში ბავშვები აქტიურად შეიმეცნებენ სამყაროს, სწავლობენ აზროვნებას და ყალიბდებიან ინდივიდებად.
ავეჯიას პროდუქციაში, რომელიც ნაკრებების სახითაა წარმოდგენილი, პატარები აღმოაჩენენ უამრავ ფერსა და ფორმას, მათთვის საყვარელ ცხოველებს და საგნებს, შეიგრძნობენ ბუნებას და შეიყვარებენ მას, ისწავლიან საკუთარი სივრცის ორგანიზებას, თავიანთი ნივთების მოვლას, მიეჩვევიან დამოუკიდებლად სწავლას და თამაშს.
ავეჯია ეკომეგობრული და უსაფრთხოა, ის თანაბრად მორგებულია როგორც ბავშვის, ასევე მშობლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ავეჯიას დახმარებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენი პატარასთვის საკუთარი ოთახის კომფორტულად და გემოვნებით მოწყობას, რითაც ხელს შეუწყობთ მის სწორად განვითარებას.
გვჯერა, ავეჯია თქვენი შვილების სრულფასოვან ადამიანებად ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.


ნაკრებები
ავეჯიას პირველი კოლექცია ათი ნაკრებისგან შედგება. ავეჯიას ნაკრებები საბავშვო კუთხეს ნაირფეროვანს, სახალისოს და ფუნქციურს გახდის.
