შეიძინე

რატომ ავეჯია

ავეჯია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. იგი უსაფრთხო და კომფორტულია. აქვს მხიარული საბავშო დიზაინი, რომელიც თქვენ საცხოვრებელს კიდევ უფრო მყუდროსა და მომხიბვლელს გახდის. ავეჯიას კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების ავეჯი - საწოლები, კარადები, წიგნების, სათამაშოებისა თუ სასწავლო ნივთების მოსათავსებელი სკივრები და თაროები, ეზოს სათამაშო ავეჯი და სამზარეულო ნაკრები.

ეკომეგობრული

ავეჯია ეკომეგობრული პროდუქტია. მის შესაქმნელად ეკოლოგიურ მასალებს და ეკოლოგიურ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. ავეჯია მზადდება უმაღლესი ხარისხის სერთიფიცირებული არყის ხის ფანერისგან. ხის მასალა მრავალჯერადი პოლირების შემდეგ წყლის ბაზაზე დამზადებული სპეციალური დასაგრუნტი ლაქით იფარება. ამგვარი დამუშავება  ავეჯის უსაფრთხო და გლუვ ზედაპირებს უზრუნველყოფს. გულმოდგინედ დამუშავებული ავეჯის დეტალები საბეჭდ მანქანებზე ინაცვლებს, სადაც ავეჯიას ფერადოვანი სამყარო იქმნება. ბეჭდვა ე.წ. UV (ულტრაიისფერი) ტექნოლოგიით ხორციელდება, რაც მსოფლიოში უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტს წარმოადგენს.

უსაფრთხო

ავეჯიას პროდუქტების უსაფრთხოებას განაპირობებს ხის მდგრადი მასალა და მინიფიქსებით აწყობის სტანდარტი. ავეჯია მედეგია ტეხვის, დაშლისა  და მსგავსი დაზიანების მიმართ. გლუვი ზედაპირები, მომრგვალებული  კუთხეები და კიდეები უსაფრთხოებასთან ერთად პატარებისთვის კომფორტულ და ლაღ გარემოს ქმნის.

ავეჯიას კონსტრუქცია  შექმნილია სტანდარტების დაცვით, დიზაინი მორგებულია მოზარდის ზომებსა და საჭიროებებს, რაც მისი ფიზიკური განვითარებისთვის უსაფრთხო პირობებს ქმნის.

კომფორტული

ბავშვის გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა ავეჯიას უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

ავეჯის სიმყარე და მოზარდის ასაკზე გათვლილი გაბარიტები კომფორტული ძილის, სწავლის თუ გართობის აუცილებელი პირობაა.

ნაკრებებში სხვადასხვა დანიშნულების ავეჯის არსებობა, მათ შორის სათავსოების, სკივრების, თაროებისა და ა.შ. მოწესრიგებულ და მშვიდ გარემოს ქმნის, რაც ასევე კომფორტის გარანტიაა.  ხის სადა ნათელი სტრუქტურა და ბავშვური დიზაინები კი სივრცეს განუმეორებელ მყუდროებას ანიჭებს.

ქართული ბრენდი

ავეჯია ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში დაიბადა.  ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს გავაცნოთ ავეჯია და  რაც შეიძლება მეტ სახლში ვიხილოთ  ქართული ავეჯი, რომელიც ჩვენ შვილებს ნამდვილად გაუფერადებს ბავშვობას. 

ავეჯიას შოურუმი განთავსებულია საწარმოს ტერიტორიაზე, შესაბამისად მის სანახავად მოსულ სტუმრებს წარმოების ძალზე საინტერესო პროცესის ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ - თუ რა გზას გადის თითოეული ავეჯი ფანერის ფირფიტებიდან დინოს, კაქტუსის, ავტოს  თუ კოშკების უსაყვარლეს ნაკრებამდე.

Aveqgia Logo

All Rights Reserved. © 2025