ადამიანი მუდმივად მაძიებელი არსებაა, რომელიც დროდადრო აღმოაჩენს სამყაროში ახალ გამომსახველობას. ეს არის მისი დაუოკებელი სწრაფვა სილამაზისკენ და სრულყოფილებისკენ, რათა გარემო, რომელშიც იგი ცხოვრობს, მეტად მშვენიერი გახდეს. ახალი ქართული ბრენდის „ავეჯიას“ შექმნის არსი ირაციონალური სამყაროს ყოფიერებაში შემოტანაა, მასთან შეხება და თანაცხოვრება. ამიტომ ვაქციეთ მხატვრის გამოგონილი სახეები ჩვენი ნივთების ბინადრებად, და ამით ამ ნივთებსაც სული შთავბერეთ. ექსპერიმენტი, რომელიც წინამდებარე კოლექციის სახით განვახორციელეთ, არის მცდელობა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მხატვრის შემოქმედება, უფრო ზუსტად კი მისი ფერწერა, ავეჯთან შეგვერწყა. ასე დაიბადა მხატვარ გიორგი ტაბლიაშვილის კოლექცია და მასთან ერთად ქართული ბრენდი „ავეჯია“.