×
×

ტაბლო Paradiso

გიორგი ტაბლიაშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში. დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. იგი მუშაობს ფერწერაში, გრაფიკაში, ასევე წიგნის ილუსტრაციებისა და გაფორმების მიმართულებით, არის ავტორი კერამიკული ნამუშევრებისა. გიორგი ტაბლიაშვილის შემოქმედება გამოირჩევა თვითმყოფადი ხელწერით, გულწრფელობითა და სამყაროსადმი ძალზე ფაქიზი დამოკიდებულებით. მისი მხატვრული სახეები ნათელი და ჰაეროვანია, მათი სამყოფელი ცა, ხოლო სტიქია კი - ფრენაა; ამიტომაცაა, რომ მის ნახატებზე ხშირად ვხვდებით ჩიტებს, ფრთოსან რაშებსა თუ ანგელოზებს. მისი ხელწერა დეკორატიულია, შეიცავს მინიატურის ელემენტებს, სულიერი სიფაქიზის გადმოსაცემად მიმართავს მცირე საგნების დეტალიზებას, რომელსაც დიდი სიყვარულითა და ოსტატობით ასრულებს. მისი შემოქმედების ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია „ვეფხისტყაოსანი“ (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომლისთვისაც შესრულებული აქვს 26 მინიატურა და ასევე მთლიანად წიგნის გაფორმება. წლების განმავლობაში მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენების სახით, მათ შორის: მცხეთის მეორე საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი – ხატე საქართველოსთვის; MAG საერთაშორისო არტ-ბაზრობა, შვეიცარია; საერთაშორისო არტ-ბაზრობა “კარუსელ დუ ლუვრი” - საფრანგეთი; ილუსტრატორების საერთაშორისო სიმპოზიუმი - რუმინეთი; საერთაშორისო არტ-ბაზრობა ART 3 F BORDEAUX - საფრანგეთი; COLORIDA ART GALLERY- პორტუგალია და სხვა.

მაგიდა "სიზმარი"

მხატვარ გიორგი ტაბლიაშვილის ტილო სახელწოდებით „სიზმარი“ სასტუმრო მაგიდის შექმნის ინსპირაცია გახდა.  ავეჯის ნაწილად ქცეული ფერწერა ფრთოსანი ცხენებითა და ანგელოზებით დასახლებულ შორეულ ზღაპრულ სამყაროში გვიხმობს, სადაც ბავშვობის გულუბრყვილო სიზმრები ცოცხლდებიან.

მღელვარე გვიმრა

მაგიდაზე გართხმული გვიმრის ფოთლები შეზრდილია ქვის ბუნებრივ დიზაინში და ძალზე ემოციურ დინამიურ ნახატს ქმნის. მაგიდის სადა კონსტრუქცია მთლიანად ადგილს უთმობს ქვას და მის გამომსახველობას, რომელსაც კიდევ უფრო განუმეორებელს ხდის სიცოცხლის ჟინით შეპყობილი მცენარეს.

იხილეთ პროდუქტები